„როიტერსი“ - თურქეთის მიერ რუსული „ეს-400“-ის შეძენის გამო, აშშ-მ თურქი პილოტების და ტექნიკოსების ახალი ჯგუფების აშშ-ში ჩასვლა შეაჩერა

თურქეთის მიერ რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ეს-400“-ის შეძენის გამო, აშშ-მ თურქი პილოტების და ტექნიკოსების ახალი ჯგუფების აშშ-ში ჩასვლა შეაჩერა, „ეფ-35“-ის ტიპის თვითმფრინავების ასათვისებლად. ეს ცნობა ექსკლუზიურად მოიპოვა სააგენტო „როიტერსმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

აშშ დიდი ხანია აცხადებს, რომ თურქეთს არჩევანის გაკეთება მოუწევს და არ შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რუსული და ამერიკული იარაღი (ანკარას „ეფ-35“-ებიც შეკვეთილი აქვს), თუმცა აქამდე პრაქტიკული ნაბიჯების გადადმას ერიდებოდა.

ამჟამად აშშ-ში იმყოფება 6 პილოტი და 20 ტექნიკოსი. მათ უკან გაგზავნაზე ჯერ ლაპარაკი არ არის და შესაძლოა, ახალი პილოტების მიღებაც განაახლონ, თუ თურქეთი „ეს-400“-ის კონტრაქტს გააუქმებს.

რუსული იარაღის მიწოდება უკვე ივლისში უნდა დაიწყოს.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2020
ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!
თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა
გეოგრაფიკი და კოლიერსი აბასთუმნის განვითარების პროექტის შესახებ
სილქნეტმა გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსი კლინიკებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"სილქნეტი" აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში - დაფარვის ზონას დაემატა დუშეთი