კახა ოქრიაშვილი „გაზპრომის“ საკითხზე - იქნებ ჩვენ მოძმე სომხეთს იჯარით მივცეთ ეს მილი?! გადაგვიხადონ თანხა და თვითონ გადაწყვიტონ რას გაატარებენ და რას არა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის კახა ოქრიაშვილის მოსაზრებით, შესაძლებელია, საქართველომ სომხეთს იჯარით მისცეს გაზსადენი, რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთს რუსული გაზი მიეწოდება და აქედან სარგებელი მიიღოს. ამის შესახებ ოქრიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებაზე საუბრისას განაცხადა.

ოქრიაშვილი დაინტერესდა რამდენად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება.

„ჩემთვის ნათელია, რომ ძველი კონტრაქტი იყო უკეთესი, ვიდრე ახალი და ვერ მოხერხდა იმ ძველი კონტრაქტის გაგრძელება. ვიცი, რომ არის საერთაშორისო ტარიფები - ყოველ 100 კილომეტრზე 1000 კუბური მეტრის გაზის გადაადგილება არის დაკავშირებული რაღაც ღირებულებასთან. არის თუ არა დღევანდელი ღირებულება ამ საერთაშორისო სტანდარტებში? ჩვენი დღევანდელი ხელშეკრულება არის თუ არა საერთაშორისო საბაზრო ფასთან ახლოს? გასაგებია, რომ ფინანსურ ნაწილში უარესი კონტრაქტი გვაქვს, მაგრამ აქვე მე დავინახე რაღაც საშუალება, რომ მივიღოთ პოლიტიკურ-ეკონომიკური დივიდენდები. დავსვით თუ არა ჩვენ რუსეთთან საკითხი, რომ იგივე ტარიფით მათ რუსეთის ტერიტორიაზე გამოატარონ თურქმენული გაზი ჩვენ რომ შევისყიდოთ? გვაქვს ამის საშუალება, რომ მომავალში მაინც მოვითხოვოთ? თუ რაღაცაში 3 დოლარს გვიხდიან, იქნებ 3 დოლარად გამოატარონ გაზი და ჩვენ ვიყიდოთ. მეორეც - არის თუ არა ის თანხა საკმარისი, რასაც გვიხდიან ინფრასტრუქტურის შენახვაში? თუ არ არის საკმარისი, იქნებ ჩვენ მოძმე სომხეთს იჯარით მივცეთ ეს მილი, არა რუსეთს, არამედ, სომხეთს, რომელიც ამ მილით სარგებლობს?! გადაგვიხადონ თანხა და თვითონ გადაწყვიტონ რას გაატარებენ და რას არ გაატარებენ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

დეპუტატის დასმული კითხვების საპასუხოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „ტრანზიტის კონტრაქტი, რომლის პირობებსაც გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ, არის ძალიან ახლოს და შესატყვისი არსებული საერთაშორისო პრაქტიკის და ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი კარგი კონტრაქტია“.

„სიტყვაზე უნდა გვენდოთ ამ შემთხვევაში. გვენდეთ და დაინახეთ, როგორ შევასრულეთ ის, რომ ეს არ არის დომინანტი გაზი და მხოლოდ მცირე პროცენტით არის წარმოდგენილი ჩვენ ბაზარზე. რაც შეეხება დივერსიფიკაციას და გაზის სხვა წყაროზე წვდომას, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. საუბარია თურქმენულ გაზზე. თვითონ თურქმენებსაც აქვთ ინტერესი მიაწვდინონ თავიანთი გაზი ევროპულ ბაზარებს. აქედან გამომდინარე ვავითარებთ მათ შორის, ერთ-ერთ პროექტს, რომელშიც ჩვენც ვართ ჩართულები - ეს არის ტრანსკასპიური მილსადენი, ამის გაგრძელებაა შაჰდენიზი, TANAP-ი და TAP-ი. ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული და საქართველო სხვა სატრაზიტო სახელმწიფოებთან ერთად აზერბაიჯანთან ერთად ჩართულია ამ პროექტის განვითარებაში“, - აღნიშნა თურნავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო