ლევან გოგიჩაიშვილი - მმართველობა ფაქტობრივად მოშლილი გვაქვს

ჩვენ ფაქტობრივად, მმართველობა მოშლილი გვაქვს. ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადასტურებს პრემიერის არასერიოზული დამოკიდებულება საკითხების მიმართ, ერთ კაცზე ჯოხის გადატეხვა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.

დეპუტატის შეფასებით, როდესაც მინისტრი აცხადებს, რომ არ იცის რა დოკუმენტს მოაწერა ხელი რომელიმე სამმართველოს დირექტორმა, ეს ფაქტი დაუჯერებელია.

„აქ არავინ არავის ჯიბრში არ უდგას, ჩვენ, ყველას გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა. ეს არ არის კერძო კანტორა, სადაც ადამიანები თავის გემოზე, რასაც უნდათ იმას გააკეთებენ. სახელმწიფო უკვე იქცა კერძო კანტორად, სადაც ყველაფერი მოსულა კანონის მიღმა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პატარა ამბავია, როცა 2 თვის განმავლობაში არ არის ადამიანი ინფორმირებული რა გააკეთა სამმართველოს დირექტორმა და ორჯერ მეტი ინვესტიციის შესაძლებლობის ნებართვა გასცა, ვიდრე არის სამინისტროს ბიუჯეტი, ეს უბრალოდ არის იმის თქმა, რომ ჩვენ ფაქტობრივად, მმართველობა მოშლილი გვაქვს. ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადასტურებს პრემიერის არასერიოზული დამოკიდებულება საკითხების მიმართ, ერთ კაცზე ჯოხის გადატეხვა. არავის სჯერა, რომ ამის შესახებ არ იცოდით. დღემდე ვერ ამოვხსენი რა ძალამ შეგაცვლევინათ ეს გადაწყვეტილება. ის, რა პასუხიც თქვენ გაეცით ამ დოკუმენტის გაუქმებაზე, გაცილებით უფრო მძიმე იყო, ვიდრე მიგეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს ფილოსოფიასთან ახლოს იქნებოდა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა