რომან გოცირიძე ნათია თურნავას - თქვენ  ჩაიდინეთ  უმსგავსო რამ. სახელმწიფომ იყიდა „გაზპრომისაგან“  გაზი და ერთი თვის წინ რუსული გაზი გაყიდეთ საქართველოში აუქციონის გზით

რუსეთს შეუძლია მიზერული რაოდენობის გაზი უფრო იაფად გაყიდოს აქ აუქციონზე, ვიდრე აზერბაიჯანული გაზია და შემდეგ პროპაგანდისტულად თქვენ ან რუსებმა განაცხადონ: ეს იმიტომ არის კარგი, რომ იაფია, ვიდრე აზერბაიჯანული გაზი. ნელ-ნელა სატყუარასავით შემოვა სიმბოლურად იაფი გაზი, თუმცა რეალურად განსხვავება არ არის,-ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა. მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს რუსული გაზის აუქციონით გაყიდვის აუცილებლობა არ აქვს.

რომან გოცირიძე ასევე დაინტერესდა რამდენად უკეთესია „გაზპრომთან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულება, კახა კალაძის მინისტრობის დროს გაფორმებულ დოკუმენტთან შედარებით.

„თქვენი კონტრაქტი რატომ არის უარესი გეტყვით. კალაძის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ორად-ორი პუნქტი იყო მნიშვნელოვანი: გაზის ტრანსპორტირების ტარიფი და საჭიროების შემთხვევაში რუსეთიდან საქართველოს მიერ გაზის შეძენის ფასი. მაშინ ტარიფი დაგვიმალეს , ფასი 185 დოლარი იყო, კონტრაქტი 2 წლიანი იყო. კონტრაქტი დაფარული, შავი ლაქებით მოგვაწოდეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ტრანზიტის კუთხით. თქვენ ახლა გვიმალავთ გაზის ფასსაც კი. რატომ მალავთ გაზის ფასს? გაზის ფასი არის კვლავ -185. რატომ აცხადებდა ბატონი ქობულია ან რატომ აცხადებთ თქვენ, გაუმჯობესდა პირობებიო. რუსულ პრესაში უკვე დაიწერა საქართველოსთვის გაზის მიწოდების ფასი-185 დოლარი. გაჩვენოთ? ეს კონტრაქტი გახდა ფაქტობრივად „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანის ერთ-ერთი ფაქტორი. თქვენ ახლა ჩაიდინეთ აბსოლუტურად უმსგავსო რამ. სახელმწიფომ იყიდა „გაზპრომისაგან“ გაზი, უპრეცენდენტო აქცია ჩაატარეთ და ერთი თვის წინ რუსული გაზი გაყიდეთ საქართველოში აუქციონის გზით. საქართველოში აუქციონის გზით გაყიდული გაზი არის ორჯერ მეტი, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში საქართველოში მოხმარებული რუსული გაზი“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძემ ნათია თურნავას კითხვით მიმართა, თუ რატომ ყიდულობს სახელმწიფო რუსულ გაზს და რატომ ყიდის კერძო კომპანიებზე აუქციონის სახით.

„როცა თქვენ თავად ამბობთ, რომ ეს არის მცირე რაოდენობის, ანუ, ბაზარზე გავლენას ვერ ახდენს. ფაქტობრივად ფასი არის იგივე და არსებითი სხვაობა ფასში არ იქნება. რატომ აკეთებთ ამას?აზერბაიჯანს აშინებთ რაღაცით?...

დამთავრდა უკვე „შაჰდენიზ2“ , ინვესტიციები ჩაიდო საქართველოში. მომავალი წლიდან საქართველო მიიღებს იმ რაოდენობის გაზს, რომ არასდროს რუსეთისკენ არ დაგვჭირდება გახედვა. ეს მცირეოდენი რუსული გაზი დივერსიფიცირებას წაადგება? რატომ შემოვიყვანეთ გაზპრომი საქართველოს ჯანსაღ ეკონომიკაში როგორც მეტასტაზი , როგორც კომერციული სუბიექტი?“,-მიმართა რომან გოცირიძემ ნათია თურნავას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა