არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - ყველა გამოსვლაში ახსენებთ ბიძინა ივანიშვილს,  თუ არ იტყვით ამ სახელს, პარტიაში გიბარებენ და გსჯიან

ხალხს უნდა უთხრათ რა არის თქვენი მთავარი ბრაზი და რატომ ხართ ასე გამწარებულები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის გამოსვლების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილზე ფუნდამენტალურად გაბრაზებულია.

„კიდევ და კიდევ ბედავთ და ლაპარაკობთ აქ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ხალხს უნდა უთხრათ, რა არის თქვენი მთავარი ბრაზი და რატომ ხართ ასე გამწარებულები ამ ადამიანთან დაკავშირებით, ერთადერთი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ ამ ადამიანმა 2011 წლიდან შექმნა პოლიტიკური პროცესი, პარტია და თქვენ გაგისტუმრათ ხელისუფლებიდან ისე, რომ არანაირი დაპირისპირების, ზედმეტი ძალის გამოყენების და დესტაბილიზაციის საშუალება არ მოგცათ.

მას შემდეგ თქვენ ხართ ფუნდამენტალურად გაბრაზებულები, ყველა თქვენს გამოსვლაში ახსენებთ - ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილმა, ბიძინა ივანიშვილს, ეს არის თქვენი მესიჯბოქსი, თუ არ იტყვით ამ სახელს პარტიაში გიბარებენ და გსჯიან ამისთვის. ეს არის რეალობა. სინამდვილეში ერთი რამ უნდა გაიგოთ, რა არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკობთ, ადამიანი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც თქვა ამა და ამ ვადებში პრემიერ-მინისტრის პოზიციას დავტოვებ. ის იკავებდა სრულად და ლეგიტიმურად ფორმალურ თანამდებობას და თავისი პირობაც შეასრულა. ამის შემდეგ ის არის პარტიის თავმჯდომარე და ისევე, როგორც ევროპულ ქვეყნებში, პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. თქვენ კიდევ ლაპარაკობთ ამაზე, როცა სხვა სახელმწიფოს მოქალაქე მართავს აქ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას. ამაზე კი საერთოდ არანაირი რეაქცია არ გაქვთ და დანახვაც არ გინდათ ამ გარემოების. ლაპარაკობთ საკითხზე, რომელზეც იცით, რომ არანაირი საფუძველი არ გაქვს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს