„ეიპიემ ტერმინალსის“ გენდირექტორი - ჩემი აზრით, არავინ ფიქრობს, რომ ქვეყანას ორი ღრმაწყლოვანი ნავსადგური სჭირდება, ამისთვის საკმარისი ტვირთი არ არსებობს

ჩემი აზრით, არავინ ფიქრობს, რომ ქვეყანას ორი ღრმაწყლოვანი ნავსადგური სჭირდება. ამისთვის საკმარისი ტვირთი არ არსებობს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა განუცხადა.

ამასათან, კითხვაზე, თუ ანაკლიის პორტი მანამდე აშენდება, ვიდრე „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მშენებლობის ნებართვას მიიღებს, იქნება თუ არა ეს პრობლემა ფოთის პორტის პროექტისთვის, კლაუს ლოურსენი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არა ის, რომელი პორტი აშენდება პირველი, არამედ ერთ-ერთი მხარისთვის დაბრკოლების შექმნა და მეორე მხარის მხარდაჭერის გაწევა.

„მნიშვნელოვანი დეტალია არა მხოლოდ ის, პირველი ვინ ააშენებს ნავსადგურს, არამედ ერთ-ერთი მხარისთვის დაბრკოლების შექმნა და მეორე მხარის მხარდაჭერის გაწევა. ეს ორი რამ უაღრესად მნიშვნელოვანია. თავისუფალი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა და კონკურენციის შესახებ ქვეყნის კანონმდებლობის დაცვა, საქართველოს ევროკავშირთან შეთანხმების და სხვა ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობის ნაწილია და როგორც მესმის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ინტერესებში შედის“, -აცხადებს კლაუს ლაურსენი.

მან ასევე ქვეყანაში სამართლიანი კონკურენციის არსებობის საჭიროებას გაუსვა ხაზი, რადგან ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის პრივილეგირებული პირობების შექმნა უცხოელი ინვესტორების დაეჭვებას იწვევს.

„ვფიქრობ უაღრესად მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია. თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არარსებობის პირობებში, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც ფიქრობს ინვესტირებაზე უჩნდება ეჭვი, რამდენად ღირს კონკრეტულ ადგილას ინვესტიციის განხორციელება. ყველა, განსაკუთრებით კი უცხოელი ინვესტორი, დაფიქრდება, რატომ უნდა გააკეთოს ინვესტიცია ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ბიზნესმენები იღებენ განსხვავებულ და უკეთეს პირობებს, მაშინ, როცა შესაძლებელია ამ ინვესტიციის რომელიმე სხვა ქვეყანაში ჩადება“, - აცხადებს ლოურსენი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა