გიგა ბოკერია უმრავლესობას - ვოლსკი გეჯდათ აქ, ცეკა-ს ინსტრუქტორი იყო, ცოტა სინდისი  გეყოთ, თუ სისხლიან რეჟიმებზეა ლაპარაკი,  საბჭოთა რეჟიმზე სისხლიანი რომელი იყო?!

წარსულზე ლაპარაკის დროს, ბატონი ვოლსკი გეჯდათ აქ, ცეკა-ს ინსტრუქტორი იყო. ცოტა სინდისი მართლა გეყოთ. თუ სისხლიან რეჟიმებზეა ლაპარაკი, საბჭოთა რეჟიმზე სისხლიანი რომელი რეჟიმი იყო ერთი?! ეგ ფეხებზე გკიდიათ, ცეკა-ს ინსტრუქტორი რომ გყავთ?!-ასე მიმართა პარლამენტში მმართველ გუნდს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რითაც ის უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიამ უმრავლესობას მიმართა და "ქართული ოცნების" წევრებს მანკიერი სისტემის მომსახურე პერსონალი უწოდა.

„ბატონ არჩილს (თალაკვაძეს) და „ოცნებას“ გაგება უჭირს, რატომ გვაქვს ჩვენ პრობლემა, როცა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრების უფროსი. რატომ, იცით ბატონო არჩილ? - ეგ არის კომპარტიის მოდელი. კომპარტიაში იყო ასე, როცა პარტიის უფროსი არის ის კაცი, ვინც ნიშნავს და ხსნის პრემიერ-მინისტრებს. ეს არის არანორმალური ამბავი. იმიტომ კი არა, რომ ივანიშვილია ეს. ნებისმიერი პირის შემთხვევაში არანორმალურია.

ივანიშვილი, რომ კიდევ პოლიტიკურად არანორმალურია, ეს ცალკე საკითხია-დამამძიმებელი გარემოებაა. პოლიტიკურად ნორმალურიც რომ იყოს ივანიშვილი, ეს მოდელი არანორმალურია. თან ისიც გამოტოვეთ თქვენ, რომ პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ მთელი პერიოდი იყო, როცა არანაირი ფორმალური პოზიცია არ ჰქონდა და ისე მართავდა ქვეყანას. ამ მმართველობას თვითონ ჰყვება ხოლმე. მე კი არ ვაბრალებ, რაც თქვენც იცით და ყველამაც. გამოდის კაცი და საჯაროდ იძახის: დავიბარე, გავარჩიე“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საკუთარ გამოსვლაში გიგა ბოკერიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მას მომავალ შეხვედრაზე „კომკავშირული ადვოკატები“ არ დასჭირდება.

„იმედი მაქვს, რომ შემდეგი შეხვედრისას არ დაგჭირდებათ ზედმეტი კომკავშირული ადვოკატები, რომ კითხვებს პასუხები გასცეთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ კითხვაზე ჭიათურასთან დაკავშირებით, ორგანიზებული დანაშაულისა და კრიმინალური სამყაროს ჩართვაზე - რექაცია უნდა ჰქონდეს თუ არა მთავრობას - არ გამეცით პასუხი“,-აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრს ნათია თურნავას უსმენდნენ. ნათია თურნავამ კომიტეტზე ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვაზე, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებსა და “გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა.

კომიტეტის სხდომის დასასრულს საკუთარ გამოსვლაში უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილზე ფუნდამენტალურად გაბრაზებულია.“ხალხს უნდა უთხრათ რა არის თქვენი მთავარი ბრაზი და რატომ ხართ ასე გამწარებულები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით“,-განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა