ვლადიმერ პუტინი ვლადიმერ ზელენსკიზე - სახელმწიფოებრივი საქმეებით რომ დაკავდე, სხვა თვისებებია საჭირო

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ოდესმე გაიცნობს უკრაინის ახალ ლიდერს ვლადიმერ ზელენსკის და დასძინა, რომ ის კარგი მსახიობია. თუმცა, ერთი საკითხია ვინმე ითამაშო, მეორე კი - იყო ვინმე.

„მე ამ ადამიანს არ ვიცნობ. ვიმედოვნებ, ოდესმე გავიცნობთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ის კარგი სპეციალისტია იმ სფეროში, რომელშიც ამ დრომდე მუშაობდა - ის კარგი მსახიობია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც ზელენსკისთან შესაძლო კონტაქტებზე კითხვას უპასუხა.

მის ბოლო სიტყვებს დარბაზის სიცილი და აპლოდისმენტები მოყვა. „მე სერიოზულად ვსაუბრობ, ესენი კი იცინიან“ , - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ითამაშო, ტალანტია საჭირო.

„ზუსტადაც. უამრავი ტალანტია და ერთ-ერთია - გარდასახვის ნიჭი. შენ ყოველ ათ წუთში ერთხელ შეგიძლია შეიცვალო ამპლუა - „პრინცის“ და „ღარიბის“. იქაც და იქაც დამაჯერებელი უნდა იყო. ეს კი მართლაც ტალანტია. იმისთვის კი, რომ დაკავდე სახელმწიფოებრივი საქმეებით, სხვა თვისებებია საჭირო“ ,- განაცხადა პუტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო