ლევან გოგიჩაიშვილი - თამარ ალანიას გადაყვანას უზენაეს სასამართლოში, უნდა გადაჰყვეს „ქართული ოცნება“ და ძალიან მაინტერესებს ზაქარია ქუცნაშვილის პოზიცია ამ დროს

"ქართული ოცნება" აპირებს კენჭი უყაროს მოსამართლეებს და ჩვენ ვაპირებთ ამ პროცესის ჩაშლას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მართველ პარტიას აუცილებლად მოუწევს პოლიტიკური საფასურის გადახდა იმ უსამართლობისთვის, რაც სასამართლოში ხდება და რაც მოსამართლეების უვადოდ განწესებასა და კანდიდატთა შერჩევას უკავშირდება.

"ქართული ოცნება" აპირებს კენჭი უყაროს მოსამართლეებს და ჩვენ ვაპირებთ ამ პროცესის ჩაშლას. გვინდა ეს პროცესი მაქსიმალურად მძიმედ წარიმართოს მათთვის და თითოეული არასწორი გადაწყვეტილება, ძალიან ძვირად დაუჯდეთ. მაგალითად, თამარ ალანიას გადაყვანას უზენაეს სასამართლოში, უნდა გადაჰყვეს "ქართული ოცნება" და ძალიან მაინტერესებს ზაქარია ქუცნაშვილის პოზიცია ამ დროს", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა