ნათია თურნავა - „ინტერაოს" წილი მთლიან იმპორტში 12%-მდე შემცირდა

„ინტერაოს" ბაზარზე შემოყვანა არ ხდება, ვინაიდან დიდი ხანია, ის უკვე ერთ-ერთი იმპორტიორია, - ამის შესახე ეკონომიკის მინისტემა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, თუ რამდენიმე წლის წინ "ინტერაოს" იმპორტი 80-90% შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 12%-მდე დაეცა, რაც კონკურენტული გარემოს შექმნამ განაპირობა.

"ინტერაო" საქართველოს ბაზარზე, როგორც ინპორტიორი, არის 1990-იანი წლებიდან, როგორც ინვესტორი და "თელასის" მფლობელი, წლებია არის ბაზარზე. გამომდინარე აქედან, მისი ბაზარზე შემოყვანა არ ხდება, ვინაიდან დიდი ხანია ის უკვე ჩვენი ერთ-ერთი იმპორტიორი უკვე არის. მინდა ვთქვა, რომ წინა წლებში - 2007-2008 წლებში და 2012 წლის ჩათვლით, იმპორტი ძირითადად შემოდიოდა რუსეთიდან და თუ ნახავთ იმ დროინდელ სტატისტიკას, იმპორტის 80-90% შემოდიოდა "ინტერაოდან", დღევანდელი მოცემულობით, "ინტერაოს" წილი მთლიან იმპორტში 12%-მდე შემცირდა, თუმცა იმპორტი გაიზარდა. მოხდა ის, რომ ჩვენ გავხსენით ბაზარი, ის არის კონკურენტული და ოთხივე მეზობლიდან ვიღებთ კონკურენტული პირობებით ელექტროენერგიას",- განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა