რომან გოცირიძე ლიცენზიების და ნებართვების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ლიცენზიების და ნებართვების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.

ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს სთავაზობს, რომლის მიხედვით, დაუშვებელი ხდება ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღება. აღნიშნული შეეხება ნებისმიერი ტიპის საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც მოთხოვნილია, რომ ექვემდებარებოდეს ლიცენზირებად საქმიანობას საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით.

“კანონპროექტის მიღება გამოიწვევს მეწარმეებისთვის მეტი თავისუფალი სამოქმედო სივრცის შექმნას, რაც თავის მხრივ, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნას უზრუნველყოფს“, - განმარტავს ინიციატივის ავტორი.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს 10 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა