რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

6 და 7 ივნისს ბუქარესტში, რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „რელიგიური თავისუფლების პოზიტიური მხარე: როგორ შეიძლება ჩაერთოს სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში“, კონფერენციაში: ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ევროკომისია, რუმინეთის, ფინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ესტონეთის, ნორვეგიის, საქართველოსა და აშშ-ის ქვეყნები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია მონაწილეობდა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ყველა საერთაშორისო კანონი და ნორმა ირღვევა, ეთნიკურ ქართველებს, მართლმადიდებლებს, არ აქვთ ან უკიდურესად შეზღუდული აქვთ გადაადგილების, საკუთარი რწმენის თავისუფლად გამოხატვის, აღმსარებლობისა და ლოცვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. მან ასევე ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოს მიერ რელიგიის თავისუფლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, კერძოდ, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, ქონების რესტიტუციის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგებისა და პროექტების შესახებ.

„საქართველოს სხვადასხვა ეთნოსებთან და რელიგიებთან ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ტრადიცია გრძელდება დღესაც. სწორედ ამიტომ, ვაცნობიერებთ რა თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს, გვაქვს წინადადება - ჩვენი ტიპის ორგანიზაციებისთვის შევიმუშაოთ ყოველწლიური სამუშაო შეხვედრების ფორმატი, რათა გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს და მოვახერხოთ არსებული გამოწვევების პრევენცია“,- აღნიშნა გიორგი უკლებამ.

რელიგიის სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რუმინეთში გრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა