მაშველებმა თბილისის ზღვაზე 17 წლის ტურისტი  გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ტურისტი, 17 წლის მამაკაცი ამოიყვანეს.

საგანგებო სიუტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველმა კოშკურიდან ახალგაზრდა მამაკაცი შეამჩნია, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და იხრჩობოდა. მან დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყოვნებლივ დასახმარებლად გაცურა. წყალზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ზღვის ფსკერზე იპოვნეს. ნაპირზე ამოყვანის შემდეგ მას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მაშველებმა გაუწიეს, რის შემდეგაც მამაკაცი გონს მოვიდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გადარჩენილი ტურისტი სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა