რომან გოცირიძის განცხადებით, ფოთის პორტის სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით, იცოდა გიორგი ქობულიამაც და ნათია თურნავამაც

მოადგილემაც, მინისტრმაც, პრემიერ- მინისტრმაც იცოდა - ყველამ იცოდა. ამათ არავინ არ ეკითხება, საბოლოოდ წყვეტს ივანიშვილი და ბუნებრივია, რომ ამ გადაწყვეტილების უკან წაღება საერთაშორისო და ჩვენ შიდა აღშფოთებას მოჰყვა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ეიპიემ ტერმინალსის“ გენერალური დირექტორის კლაუს ლოურსენის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ქობულიას გარდა, ყველა იყო ინფორმირებული ფოთის პორტის სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით, რადგან არის განცხადება, სადაც „ეიპიემ ტერმინალი“ მიმდებარე ტერიტორიებს ითხოვდა მშენებლობის განსახორციელებლად.

„დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში იდო განცხადება. ამბობდნენ, რომ ფოთის პორტის მომიჯნავე ტერიტორიზე არსებული მიწა გვინდა გამოვიყენოთ სამშენებლოდო და ამის ნებართვას იღებდნენ. გარდა საკუთარი მიწისა, შევიდნენ, მოძებნეს კადასტრი და სახელმწიფო მიწებიც მიაყოლეს ზედ. შემდეგ უცნაური დოკუმენტი წარადგინეს. წარმოიდგინეთ, ახლა მე რომ მინდოდეს სახლის აშენება, მოვთხოვო ნებართვა შესაბამის სამსახურს, ოღონდ მეზობლის მიწებიც შემოვხაზო.

ეს იცოდა არამარტო ეკონომიკის მინისტრმა, არამედ ქალბატონმა ნათიამაც, რომელიც იყო მისი მოადგილე და შეუძლებელია არ სცოდნოდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას არავინ არ იღებდა იმ მინისტრის დროს. საკმარისია მინისტრი წასულიყო და მომენტალურად მშენებლობისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გამოსცა ნებართვა ამ მიწების სამშენებლოდ გამოყენების შესახებ. როდესაც ამბობენ, რომ ეს არ იცოდა არავინ, შეუძლებელია არ სცოდნოდათ. ვინაიდან, შეთანხმებას სჭირდება ძალიან ბევრი პროცედურა, რადგან სახელმწიფო ქონებას ეხებოდა, იქ ყველამ იცოდა“,-აცხადებს რომან გოცირიძე.

ამასთან, რომან გოცირიძის მტკიცებით, ფოთის პორტის მშენებლობის იდეა პირდაპირ იყო გამიზნული ანაკლიის პორტის ჩაშლისკენ.

„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, ეს ადამიანი, დირექტორი ამბობს, რომ (სხვათაშორის „აიპიემს“ აქვს შვიდი პორტი, ტერმინალი რუსეთში, ძალიან ბევრი ინტერესები არის რუსეთში საპორტო ბიზნესში) ამ პორტის მშენებლობას დასჭირდება დაახლოებით ორიდან სამ წლამდე. მაშინ, როცა მიწები ჯერ სახელმწიფოსია, მიწების შეთანხმებას, შემდეგ დაპროექტებას ნებართვების გაცემას აშენებას სჭირდება ხუთი წელიწადი. ანაკლიის პორტის აშენებას კი სჭირდება ორი წელიწადი. როდესაც აშენდება ანაკლიის პორტი და ამის შემდეგ თუ პორტს გაუჩნდება ინტერესი, რომ გააფართოვოს, პირიქით მივესალმებით. მაგრამ ეს მშენებლობის დასაწყებად კი არ იყო გაკეთებული, არამედ ეს იყო იმ ინვესტორების დასაშინებლად, რომლებმაც შესაძლებელია დღე-დღეზე მიიღონ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება ანაკლიის შესახებ. პირდაპირ ანაკლიის პროექტის ჩაშლისკენ იყო გამიზნული“,-აცხადებს რომან გოცირიძე.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მთავრობის აღნიშნულმა შეცდომამ და ბოდიშებმა შესაძლოა, ანაკლიის პორტი მართლაც გადაარჩინოს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. სხვა საკითხებთან ერთად, ის საუბრობს იმაზეც, რომ მათი გეგმების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წინა მინისტრი იყო ინფორმირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო