ამერიკამ ირანს სანქციები გაუმკაცრა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. ამჯერად, სანქცია დაეკისრა ირანულ კომპანია „PGPIC“ – „სპარსეთის ყურის ნავთობქიმიურ საწარმოს“. კომპანიის გარდა, სანქციები დაეკისრა ასევე, აღნიშნული საწარმოს 39 შვილობილ კომპანიას და ნავთობის გამყიდველ აგენტებს.

აღნიშნული კომპანია ახორციელებს ირანის ნავთობქიმიური წარმოების პროდუქციის ექსპორტის ნახევარს და ამ დარგში ირანული წარმოების 40 %-ს ფლობს.

ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „PGPIC“ ფინანსურ დახმარებას უწევს კომპანიას, რომელსაც „ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსი“ აკონტროლებს და რომელიც აშშ-მა „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა