სკოლების თვითშეფასების მოდელის შემოღება იგეგმება

"ქორთიარდ მერიოტში"კონფერენცია სახელწოდებით „სკოლების თვითშეფასება განვითარებისთვის" მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განუცხადა, "სკოლების თვითშეფასება განვითარებისათვის"- ეს არის კვლევითი პროექტი, რომელიც განხორციელდა "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს" მხარდაჭერით.

მისივე განმარტებით, პროექტი გულისხმობდა საქართველოს სხვადასხვა სკოლის ფარგლებში თვითშეფასების მოდელის პილოტირებას, რომელიც ხელს უწყობდა სკოლებს იდენტიფიცირება გაეკეთებინათ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების, ამასთან განვითარებისთვის შესაბამისი ინტერვენციები დაეგეგმათ.

„დღეს, სკოლებს წარმოდგენილი აქვთ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგები. ვიმსჯელებთ სწორედ ამ შეფასების მოდელის განხორციელებაზე, რა ძლიერი და სუსტი მხარეები ჰქონდა მოდელს. ასევე ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლებში ზოგადად შეფასება, იმისთვის, რომ სკოლამ შეძლოს იმ შედეგების შენარჩუნება, რასაც მომავალში მიაღწევს", - განაცხადა ირინა აბულაძემ.

მისი თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ახალი ინიციატივა, მათ შორის: მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასების ელემენტის დანერგვა, ასევე სკოლების თვითშეფასების მოდელის შემოღება.

"სკოლამ თავად უნდა შეაფასოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, დაგეგმოს გაუმჯობესების გზები და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს შესაბამისი მექანიზმები და დაფინანსების შესაძლებლობა იმისთვის, რომ სკოლებს განვითარების საშუალება მიეცეს", - განაცხადა აბულაძემ.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტი "სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის" სამ ეტაპად ხორციელდება. პროექტის პილოტირება ჩატარდა ქალაქების, დაბებისა და მაღალმთიანი სოფლების 13 სკოლაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო