სოფელ ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექების შედეგად, ადიდებული მდინარე ნენსკრას კალაპოტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და მდინარე ნენსკრას კალაპოტს აფართოებს.

მათივე ცნობით, კალაპოტის გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, სადაც დიდი რაოდენობით ჩამონატანებია დაგროვილი, ზოგ ადგილას ჩამონატანების რაოდენობა 1 მეტრს აღწევს.

ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს კოორდინაციას უწევს.

„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მდინარე ნენსკრაზე დაფიქსირდა მაქსიმალური რაოდენობის ნალექი, ყველა ნაპირსამაგრი და სტიქიის საპრევენციო ნაგებობა, რომელიც 1 წლის წინანდელი სტიქიის შემდეგ მოეწყო თავის ფუნქციას ასრულებს. გვაქვს მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანება, რაც მოსახლეობას და მიმდებარე ინფრასტრუქტურას საფრთხეს არ უქმნის. გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების გარეშე შედეგი რა თქმა უნდა ბევრად სავალალო იქნებოდა“- აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ შარშან სვანეთში, სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დაგუბდა, დაგუბებულმა წყალმა კი მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია და მდინარის პირას მდებარე სახლები წაიღო. დაინგრა მდინარეზე არსებული რამდენიმე ხიდი, გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა