დონალდ ტრამპი - მექსიკასთან მიგრანტებზე შეთანხმება მიღწეულია

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკა დათანხმდა „უპრეცედენტო ნაბიჯების“ გადადგმას, რათა შეაჩეროს ცენტრალური ამერიკიდან შეერთებული შტატებისკენ მიმავალ მიგრანტთა ნაკადი.

მისივე თქმით, ეს იძლევა მექსიკასთან შეთანხმების გაფორმების საშუალებას. მისივე ინფორმაციით, მექსიკურ საქონელზე ტარიფების მომატება გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეთანხმების მიღწევა, ვაშინგტონში სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ასევე დაადასტურა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრარდმა. აღნიშნულ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

ტარიფების მომატება მექსიკურ საქონელზე უნდა დაწყებულიყო ორშაბათს, 5%-ით და სექტემბრამდე ნელ-ნელა 25%-ზე ასულიყო. მექსიკა დათანხმდა ეროვნული გვარდიის 6 ათასი სამხედრო მოსამსახურის გადასროლას გვატემალასთან თავისი სამხრეთ საზღვრის გასამაგრებლად. ტარიფების მომატება ტრამპს საბოლოოდ არ გაუუქმებია, გაურკვეველი ვადით გადადო.

ტრამპი: აშშ-მა მექსიკასთან შეთანხმებას მიაღწია

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში