ნატალია ლი  - საქართველომ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია როგორც ეკონომიკური წინსვლის, ისე რეგიონში და შეიძლება მსოფლიოშიც კი, ერთ-ერთი ყველაზე ღია დემოკრატიის დამკვიდრების კუთხით

საქართველო საუცხოო ქვეყანაა, რომელმაც წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია როგორც ეკონომიკური წინსვლის, ისე რეგიონში და, შეიძლება მსოფლიოშიც კი, ერთ-ერთი ყველაზე ღია დემოკრატიის დამკვიდრების კუთხით, - ამის შესახებ Holland America Group-ის ფინანსურმა დირექტორმა ნატალია ლიმ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში ტურიზმის სექტორი დინამიურად ვითარდება და Holland America Group-ი საკუთარი საქმიანობის საქართველოში გაფართოებასაც განიხილავს.

“ჩვენი კომპანია თვლის, რომ მოგზაურობას და სატრანსპორტო კავშირებს აქვს ძალა, შეცვალოს წარმოდგენები და შეხედულებები, დაამკვიდროს ახალი აზროვნება, დანერგოს კაცობრიობის ერთობის შეგრძნება და ხელი შეუწყოს პარტნიორობის და თანამშრომლობის გაღვივებას. დღევანდელი დღე არის ამის ბრწყინვალე მაგალითი, რადგან პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ შექმნა ღია დიალოგის შესანიშნავი ატმოსფერო და უპასუხა ძალიან ბევრ კითხვას. მერწმუნეთ, აუდიტორიის უდიდესმა ნაწილმა, რომელთაც აქამდე საერთოდ ან ძალიან ცოტა სმენიათ საქართველოს შესახებ, ახლა პრიორიტეტების სიის თავში მოაქცია თქვენი ქვეყანა. პრემიერ-მინისტრმა ცხადყო, რომ საქართველოში უკვე არსებობს ძალიან განვითარებული ტურიზმის სექტორი და არსებობს ქვეყნის მხრიდან ტურიზმის მხარდაჭერის ბევრი შესაძლებლობა, რომელთაგან ზოგიერთი დღევანდელ ღონისძიებაზე უკვე განვიხილეთ. ტურიზმი შეიძლება იყოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კომპანია უდავოდ დაინტერესებულია პარტნიორობით ასეთ ქვეყანასთან, რათა გავაფართოოთ ჩვენი არეალი. ჩვენი გემები შედიან 400 პორტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან ვაფასებ ამ დიალოგში მონაწილეობას, რომელიც გვთავაზობს ბევრ შესაძლებლობას კონტაქტების გასააქტიურებლად. დღეს პრემიერ-მინისტრმა წარმატებით უზრუნველყო ჩართულობა ეკონომიკისა და ბიზნესის ლიდერებთან”, - განაცხადა ნატალი ლიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა. მამუკა ბახტაძემ საბჭოს წევრების კითხვებსაც უპასუხა. დისკუსიას მოდერაციას უწევდა სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი ჟაკლინ მილერი.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა