ვლადიმერ კონსტანტინიდი - კვიპროსში საკონსულო აღრიცხვაზე 500-მდე ქართველია, თუმცა სხვადასხვა მონაცემით, ჩვენი მოქალაქეების რიცხვი 3 000-ს აჭარბებს

კვიპროსში დაახლოებით 500-მდე ქართველია საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა სხვადასხვა მონაცემით, ჩვენი მოქალაქეების რიცხვი დაახლოებით 3 000-ს აჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა და აღნიშნა, რომ შედეგად, კვიპროსის მხრიდან ვადები თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციების განხილვაზე შემოკლდება.

„ბევრი ჩვენი მოქალაქე არ დგება საკონსულო აღრიცხვაზე, შესაბამისად, ზუსტი რიცხვის წარმოდგენა რთულია. კვიპროსი, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფოები, რომელთაც შეგვიყვანეს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, გადახედავენ და ვადებს შეამოკლებენ ისეთი სახის განცხადებების განხილვის, როგორიც არის თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაცია“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა