დონბასში ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 5 დაიჭრა

გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის პრესცენტრის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში დონბასში ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 5 დაიჭრა, 7-მა სამხედრომ კი საბრძოლო ტრავმა მიიღო.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსი ოკუპანტების მხრიდან ორი ადამიანია დაღუპული და ერთი დაჭრილი. რაც შეეხება 6 ივნისს, დონბასში დაიღუპა ორი და დაიჭრა 11 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

გარდა ამისა, რუსულმა მხარემ, 7 ივნისს, 28-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მათ შორის სამჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული 152მმ და 122მმ კალიბრის არტილერიით, ასევე 120 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნით. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა