ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ქართული დელეგაცია დააკვირდება

პარლამენტის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში საქართველოდან სადამკვირვებლო დელეგაცია გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, კახაბერ ოქრიაშვილის გარდა, ყაზახეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ამავე ჯგუფის წევრები, სიმონ ნოზაძე და რამაზ ნიკოლაიშვილიც დააკვირდებიან.

ყაზახეთში რიგგარე საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივნისს, ადგილობრივი დროით 07:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება. ქართული სადამკვირვებლო ჯგუფის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებს დსთ-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში