ვლადიმერ ზელენსკი თავისი პრეზიდენტობის მე-100 დღეზე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თავისი პრეზიდენტობის მეასე დღეზე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან თავისი რეზიდენციის „ზალესიეს“ ეზოში არაოფიციალური, დახურული შეხვედრა გუშინ გამართა. ყველა ჟურნალისტმა ინდივიდუალური მოსაწვევი მიიღო, ხოლო შეხვედრის ანონსი წინასწარ არ გავრცელებულა. ჟურნალისტებს შეხვედრის ჩაწერის და ინფორმაციის გამოტანის უფლება არ ჰქონდათ, გავრცელდა მხოლოდ ფოტოები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტის აპარატის ახალი წევრებიც, ზელენსკის გუნდიდან. ჟურნალისტებმა ზელენსკის სთხოვეს დაესახელებინა პრესკონფერენციის თარიღი, სადაც ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს თავისუფლად შეეძლებოდა კითხვების დასმა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთ შეხვედრას გეგმავს თავისი პრეზიდენტობის მეასე დღისთვის, თუმცა მყარი პირობა მედიისთვის არ მიუცია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს