ონში მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმი აშენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რაჭაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო და სხვა სახის სამუშაოებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ონის მუნიციპალიტეტში, ავარიულ შენობაში განთავსებული უნიკალური ექსპონატებიც დაათვალიერა.

მათივე ცნობით, ვიცე-პრემიერმა ადგილობრივებს გააცნო გადაწყვეტილება მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმის მშენებლობის შესახებ. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5,5 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

„ქვის და ბრინჯაოს ხანის 14 ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატია აქ განთავსებული. ამიტომ, ერთობლივად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, ეროვნულ მუზეუმთან და ონის მუზეუმის ადმინისტრაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ძვირფას კოლექციას აუცილებლად სჭირდება ისეთი სივრცე, რომელიც ამ ექსპონატებს საუკეთესოდ წარმოაჩენს და დამთვალიერებელიც კომფორტულად იგრძნობს თავს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წინა საუკუნის 80-იან წლებში გაიხსნა, მაგრამ შენობა 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა.

ახალ, ორსართულიან მუზეუმში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა