ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა კომპაქტის ფარგლებში განახლებული  კოლეჯი „სპექტრი“  დაათვალიერა

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი უელჩერმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ რეაბილიტირებული და განახლებული სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში, კოლეჯმა მოიპოვა 2 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტი, რის შედეგადაც, სასწავლო ინფრასტრუქტურა თანამედროვე ლაბორატორიებით და სიმულატორებით აღიჭურვა და განახლებული, საერთაშორისოდ სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამები შეიქმნა.

ახალი პროგრამები სრულად პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. შედეგად, კურსდამთავრებულებს ეძლევათ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობა. კოლეჯი, გრანტის ფარგლებში, შემდუღებლებს, კონდიცირების სისტემებისა და წყალმომარაგების სპეციალისტებს, ასევე, ელექტრიკოსებს ამზადებს.

პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი, ამერიკული დოლარის კომპაქტის ფარგლებში. მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში შეიქმნა 51 პროფესიული განათლების პროგრამა, რომელიც სრულად პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ხელს უწობს დასაქმების ზრდას საქართველოში.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში