ნინო გოგუაძე - ხვალ თბილისმა უნდა დაამარცხოს მედროვე  და ცილისმწამებელი ადამიანები

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ბევრნი გამოხვალთ მთაწმინდის ოლქში, შუალედურ არჩევნებში და შემოხაზავთ ნომერ 13-ს, რითაც აირჩევთ შალვა შავგულიძეს, რითაც აირჩევთ თავისუფლებას და ღირსებას, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნება“ მეორე ტურის წინ დაგვპირდა, რომ სრულ მობილიზაციას მოახდენდა და მან ეს დაპირება მართლა შეასრულა და მოახერხა ყველა ბინძური ხერხის და მეთოდის მობილიზება. ხვალ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურია, ძვირფასო ამომრჩევლებო, მე მგონი, ასეთი ნათელი არჩევანი იშვიათად გვქონია, რადგან ყველამ კარგად ვიცით, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. სად არის პატიოსნება და სად არის უსინდისობა. სად არის ღირსება და სად არის უღირსობა, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ბევრნი გამოხვალთ და შემოხაზავთ ნომერ 13-ს, რითაც აირჩევთ შალვა შავგულიძეს, რითაც აირჩევთ თავისუფლებას და ღირსებას, იმიტომ რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ და თავისუფლება გვაკავშირებს ერთმანეთთან და საქართველოს წარსულთან და მომავალთან. ხვალ თბილისმა უნდა დაამარცხოს მედროვე კომფორმისტი და ცილისმწამებელი ადამიანები, რადგან თბილისი ჩვენი საერთო ქალაქია", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა