ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობისთვის მერსი ტემბონს მადლობა გადაუხადა

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა ძალისხმევისთვის, რომელიც არ დაიშურეთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, ეკონომიკის გაუმჯობესებისა და სოციალური განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მიღება აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონისა და ამ პოსტზე დანიშნული სებასტიან მოლინეუსის წარდგენას მიეძღვნა, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოსვლაში ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ მერსი ტემბონი საქართველოს კვლავ ესტუმრება, ამჯერად როგორც ტურისტი და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ამავე დროს, მინისტრი მიესალმა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოსტზე სებასტიან მოლინეუსის დანიშვნას.

„საქართველო ერთი დიდი ოჯახია და დარწმუნებულები ვართ, რომ მას შემდეგ, რაც მისი ნაწილი გახდებით, დიდ წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი კარი ღია იქნება თქვენთვის 24 საათის განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ქართველები 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და ამით ვართ გამორჩეულები. დარწმუნებული ვარ სასიამოვნო იქნება თქვენთან მუშაობა“, - განაცხადა თურნავამ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოსტზე სებასტიან მოლინეუსმა მერსი ტემბონი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა