„სამართლიანი არჩევნები“ შუალედური არჩევნების მეორე ტურს მთაწმინდის ოლქში ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დააკვირდება

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 9 ივნისის შუალედური არჩევნების მეორე ტურს მთაწმინდის ოლქში სრული დაფარვით, 31 მოკლევადიანი დამკვირვებლის, 1 ოლქის დამკვირვებლისა და 2 მობილური ჯგუფის მეშვეობით, ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამართლიანი არჩევნებიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვების შედეგებს საზოგადოებასა და მედიას პრესკონფერენციების მეშვეობით გააცნობს.

პირველი პრესკონფერენცია დაგეგმილია 9 ივნისს, 14:00 საათზე, ISFED-ის ცენტრალურ ოფისში (ონიაშვილის 37). მეორე პრესკონფერენცია კი გაიმართება საარჩევნო დღის დასრულების შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა