სანდრა რულოვსი - თუ ბევრი ხალხი გამოვა, გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და არ შეეშინდება, მაშინ გვაქვს შანსი, რომ მთაწმინდაზე ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი იმედოვნებს, რომ მთაწმინდაზე, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი შალვა შავგულიძე გაიმარჯვებს. როგორც სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბლოკი "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული კანდიდატია.

"ჩვენ, ოპოზიციონერები დღევანდელი მთავრობის წინააღმდეგ ერთმანეთს ვეხმარებით. ხვალ, მთაწმინდაზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. მეც მთაწმინდელი ვარ, თუმცა ზუგდიდში ვარ რეგისტრირებული. ამიტომ,ხვალ არჩევნებზე ხმას ვერ მივცემ, მაგრამ სულით და გულით, ვუწევ რეკომენდაციას სხვებს, რომ მივიდნენ ხვალ არჩევნებზე და ღირსეულ კანდიდატს მისცენ ხმა, რომელიც დღევანდელი მთავრობის წინააღმდეგ პარლამენტში ერთი დამატებითი ხმა იქნება. აქაც მეორდება იგივე სიტუაცია, რაც ზუგდიდში იყო, აქაც არის მოსყიდვა, ხალხის დაშინება,ზეწოლა სოციალურად დაუცველებზე.ეს ძალიან დასანანია, მაგრამ თუ ბევრი ხალხი გამოვა, გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და არ შეეშინდება, მაშინ გვაქვს შანსი ხვალ, ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. ამის იმედი მაქვს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

თუ ბევრი ხალხი გამოვა არჩევნებზე, გვაქვს შანსი ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს