დავით ბერძენიშვილი - მთაწმინდას, ქვეყნის ნომერ პირველ ოლქს შესაძლებლობა აქვს  ივანიშვილის ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადოს

მთავარი არის ის, რომ მთაწმინდას, ქვეყნის ნომერ პირველ ოლქს შესაძლებლობა აქვს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადოს,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, როდესაც მთაწმინდის მაჟორიტარობის მეორე ტურის არჩევნებზე ისაუბრა.

დავით ბერძენიშვილმა ამომრჩევლებს მეორე ტურში აქტურობისკენ მოოუწოდა. მისი თქმით, არჩევნების შედეგი, სწორედ ამომრჩევლის აქტიურობაზეა დამოკიდებული.

„მკაფიოა, რომ მთაწმინდაზე ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე სახელისუფლებო ამომრჩევლების. ეს პირველმა ტურმაც დაადასტურა და კვლევებითაც დასტურდება. შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, ჩათვლის, თუ არა მნიშვნელოვნად ამ არჩევნებს მთაწმინდის ოპოზიციური ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა. თუ შალვა შავგულიძე მოიგებს, პარლამენტს მარტო, ერთი კარგი დეპუტატი კი არ შეემატება, რაც მნიშვნელოვანია, მთავარია ის, რომ მთაწმინდას, ქვეყნის ნომერ პირველ ოლქს შესაძლებლობა აქვს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადოს, რაც უკვე დომინოს პირინციპი იქნება მომავალ არჩევნებში და განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის ოლქში 9 ივნისს გაიმართება. არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83%.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო