მამუკა ბახტაძე  მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ქალაქი მონრეალი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური კანადას 9-10 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 9 ივნისს პრემიერი სიტყვით გამოვა ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნით სესიაზე, რომელზეც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს.

მონრეალში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს წამყვანი საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო