ძლიერი წვიმის გამო, თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 115 გამოძახება დაფიქსირდა

ძლიერი წვიმის გამო, თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 115 გამოძახება დაფიქსირდა. ძირითადი გამოძახებები იყო ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძახებების უმრავლესობა ეხებოდა ხეების წაქცევას და ტოტების ჩამოვარდნას, ასევე, იყო წყლის მომატება გზებზე და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვა.

"ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება, დაშავებული არავინაა. ამჟამად ვითარება სტაბილურია, მხოლოდ რამდენიმე ადგილას მიდის ხეების მოჭრის სამუშაოები", -აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იხილეთ ვიდეო: ძლიერი წვიმის გამო, თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 115 გამოძახება დაფიქსირდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა