ცესკო - მთაწმინდაზე 31-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

31-ვე საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათზე გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი,- ამის შესახებ ცენტრალური კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმ საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის არჩევნების პირველ ტურზე გაიხსნა.

პრსესსპიკერმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

"31-ვე საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათზე გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ამასთან, მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმ საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. დღეს ამომრჩევლები ერთ საარჩევნო ბიულეტინს მიიღებენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. შეგახსენებთ, რომ დღეს არჩევნებში მონაწილრობას იღებს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურს გაიგოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც მოქმედებს ონლაინ ჩატი. ასევე, 07:00 საათიდან მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია",- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისი ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურს აკვირდება 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელი. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. ასევე, რეგისტრირებულია 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

"არჩევნებს #1 მაჟორიტარულ ოლქში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, ორი საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებიან, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის საჯაროობას.

დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. გარდა ამისა, დღეს საღამოს 8 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება",- განაცხადა ანა მიქელაძემ.

იხილეთ ვიდეო: ცესკო - მთაწმინდაზე 31-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს