თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანა სახლს დაეჯახა, რის შედეგად სასწრაფოს მძღოლი და ექიმები დაშავდნენ

ნაძალადევის რაიონში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია სამი ადამიანი - მძღოლი და ორი ექიმი. მათივე ინფორმაციით, 2 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის - სტაბილურად მძიმე.

„2 ექიმი გადაყვანილია მე-8 საავადმყოფოში, ერთი გადაუდებელ ქირურგიაში -„ევექსში“. ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის - სტაბილურად მძიმე. სახლში არავინ იმყოფებოდა, არც სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო პაციენტი. ექიმების ჯგუფი გამოძახებიდან ბრუნდებოდა. წინასწარი მოკვლევით, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა შემთხვევა წუხელ, გვიან საღამოს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის