პრემიერ-მინისტრი სიეტლში წამყვან ამერიკულ კომპანიებში დასაქმებულ ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სიეტლში ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიების სფეროსა და წამყვან ამერიკულ კომპანიებში საქმიანობენ. მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია მიიღო მათი პროფესიული საქმიანობის შესახებ და ხაზი გაუსვა იმ უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას, რომელსაც ისინი უმსხვილეს მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობისას იღებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძე ქართველ ახალგაზრდებს, ასევე ესაუბრა მთავრობის გეგმაზე საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების კუთხით და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

მათივე ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ბიზნესის ცენტრი ფართო რეგიონში და ამის ნათელი მაგალითია ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწინავე მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში არიან დასაქმებულნი.

მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას ასევე ყურადღება დაუთმო განათლების მასშტაბურ რეფორმას, რომლის თანახმად, სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით, ანუ ბიუჯეტის მეოთხედით დაფინანსდება და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ეროვნული იდეა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მისცემს საშუალებას საქართველოს, რევოლუციური ტექნოლოგიების ეპოქაში იყოს ცოდნის რევოლუციის მოწინავე ხაზზე მყოფი მსოფლიო დონის ქვეყანა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა