შსს-მ რადიაქტიური და ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის საკითხებზე ინტერპოლის წევრი ქვეყნების შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ ინტერპოლის „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც 4-5 ივნისს, თბილისში ჩატარდა. ღონისძიება ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, „გეიგერის“ (Geiger database) სამუშაო ჯგუფი ინტერპოლის წევრი ქვეყნებისგან შედგება და მის მიზანს წარმოადგენს იმ მეთოდოლოგიის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გაზიარება ბირთვული ან რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდული გასაღების ხელშეწყობაში მხილებული ან ეჭვმიტანილი პირების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რადიაქტიური და ბირთვული მასალებით ვაჭრობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ხარვეზების იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტების დასახვაზე.

უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნება მონაცემთა გაცვლისა და ინფორმაციის გაზიარების, ასევე, ანალიტიკური ანგარიშების მომზადების საკითხები.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ „გეიგერის“ მონაცემთა ბაზას, რომელიც ინტერპოლის ანალიტიკურ ბაზას წარმოადგენს და მუდმივად განახლებადია. მასში დაცულია ინფორმაცია ბირთვული ან რადიაქტიური ნივთიერებების კონტროლზე, კონტრაბანდული გასაღების მარშრუტებზე, მეთოდებსა და ეჭვმიტანილებზე. ასევე, მონაცემთა ბაზაში თავს იყრის განახლებული ინფორმაცია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შესახებ.

შსს-ს ინფორმაციით, ინტერპოლის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციის გაზიარების, ხარვეზების იდენტიფიცირების და შემდგომში აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფში სამართალდამცავი, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების, ასევე, მარეგულირებელი, საინფორმაციო და უსაფრთხოების სააგენტოების თავმოყრა მოხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო