ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე - ასეთი „არჩევნები“ არის  სიყალბე და ოკუპაციის გაგრძელება

ასეთი „არჩევნები“ არის სიყალბე და არის იმის გაგრძელება, რასაც ოკუპაცია ჰქვია, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ამ ე.წ. არჩევნებს რაიმე მნიშვნელობას საქართველოს ხელისულება ვერ მიანიჭებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში სრულ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. აქედან გამომდინარე, თავისთავად, ასეთი „არჩევნები“ არის სიყალბე და არის იმის გაგრძელება, რასაც ოკუპაცია ჰქვია. ამიტომ, ამას რაიმე მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა