ირაკლი კობახიძე - საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებაში კანონდარღვევას ვერ ვხედავთ

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებაში კანონდარღვევას ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული დისტანცირება უნდა მოხდეს საარჩევნო უბნებიდან, რეგულაციები წინა ხელისუფლების დროს მოიხსნა, თუმცა მმართველი გუნდი საკითხზე საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას იმსჯელებს.

„თუ აქ ჩვენ ვსაუბრობთ ამომრჩევლის მობილიზებაზე, ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ამ პრაქტიკით მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებში. მთავარია, რომ ამომრჩევლის მობილიზებამ არ შეიძინოს რაიმე ტიპის ზეწოლის სახე და ეს უნდა ავირიდოთ თავიდან, თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ არანაირი ზეწოლა ამომრჩეველზე არ ხორციელდება, უბრალოდ ხორციელდება ამომრჩევლის მობილიზება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვთქვი, რომ აქტივობა არის მნიშვნელოვანი და რაც მეტ ამომრჩეველს გამოიყვანენ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო უბნებზე, მით უკეთესია საარჩევნო პროცესისთვის, დემოკრატიული პროცესისთვის. ამის გაკეთება შეუძლიათ ჩვენს ოპონენტებსაც და ისინიც აკეთებენ და ჩვენც ვაკეთებთ ამას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზება და ამაში კანონდარღვევას ვერ ვხედავთ. თუ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული დისტანცირება უნდა მოხდეს საარჩევნო უბნებიდან, ვიცით, რომ ამ კუთხით იყო საარჩევნო რეგულაციები დაწესებული და ეს რეგულაციები მოიხსნა წინა ხელისუფლების დროს. ამასთან, დაკავშირებით გვექნება მსჯელობა საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას. მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, დისტანცია არ არის დადგენილი და ზოგადად, ამომრჩევლის მობილიზება კი აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი პრაქტიკაა“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, საარჩევნო უბნებზე კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებასთან დაკავშირებით, კობახიძემ აღნიშნა: „მეორე ტურთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება პირველ ტურს, ვინ ახდენდა ასეთი პირების მობილიზებას, ეს შეგიძლიათ კარგად მოიკითხოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის