ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება

ალბანეთში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. მასში ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული პარტიის“ ათასობით მხარდამჭერი მონაწილეობდა.

ანტისამთავრობო აქციები ქვეყანაში თებერვლიდან იმართება. ოპოზიცია ქვეყნის მთავრობას კრიმინალურ ჯგუფებთან კავშირსა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

„ჩვენი ბრძოლა ედი რამას წასვლამდე გაგრძელდება“, - აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.

გასული კვირის აქციების მსგავსად, დემონსტრაციები კვლავ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციას კვამლის ყუმბარები და სხვადასხვა ნივთები ესროლეს, რასაც სამართალდამცავების მხრიდან ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო: ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა