პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების განხილვას იწყებს. ვალერი ლომუაშვილსა და ლონდა თოლორაიას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოუსმენენ.
მათგან ერთ-ერთს პარლამენტი ექვსი წლის ვადით აირჩევს.
სახელმწიფო ინსტიტუტის აპარატი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1-ელი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება.