საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობის 30-ე საპროტესტო აქცია გაიმართა

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობის 30-ე საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ.

ამჯერად დემონსტრანტები პარიზის ცენტრის ნაცვლად გარეუბანში შეიკრიბნენ, რადგან ხელისუფლებამ მათ ქალაქის ცენტრში აქციის გამართვის უფლება არ მისცა. მასში სავარაუდოდ, 10 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

ამასთნავე, აქციები გაიმართა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობის საპროტსტო აქციები ნოემბრიდან იმართება. თავდაპირველად მომინტინგეები საწვავზე ფასის ზრდას აპროტსტებდნენ, მოგვიანებით კი მათი მოთხოვნები საფრანგეთის ხელსუფლების გადადგომის მოთხოვნით შეიცვალა.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება