საკონსტიტუციო რეფორმისა და საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ

საკონსტიტუციო რეფორმისა და “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მოქალაქეობის მიღების საკითხზე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში მოსმენა გაიმართება.

ამ თემაზე პარლამენტში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძეა მიწვეული.

მინისტრის მოადგილე კომიტეტის წევრებს გააცნობს ინფორმაციას, სტატისტიკურ მონაცემებს და ასევე პრაქტიკაში გამოვლენილ ხარვეზებს შემდეგ საკითხებზე: - სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება; საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების გამოყენება; საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა; საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

საკომიტეტო მოსმენა 16:00 საათისთვის დაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა