არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ოპონენტები გარდაუვალი მარცხისთვის თავის წინასწარ გამართლებას აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის  დისკრედიტაციით ცდილობენ

ჩვენი ოპონენტები გარდაუვალი მარცხისთვის თავის წინასწარ გამართლებას აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციით ცდილობენ, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძე ირწმუნება, რომ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს.

“ჩვენი ოპონენტები, მათი წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულ კამპანიას აგრძელებენ და კვლავ ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ. მათი რიტორიკა ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს და გარდაუვალი მარცხისთვის თავის წინასწარ გამართლებას ამ გზით ცდილობენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან მთაწმინდაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისაკენ მოუწოდა და მიმართა, რომ თითოეულის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

“ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, არამედ დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვოთ. მივმართავთ “ქართული ოცნების“ აქტივსაც, იმუშავეთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას, პროვოკაციებს კანონისმიერი მეთოდებით უპასუხეთ. ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. ნამდვილად არავის მისცეთ საშუალება დისონანსი შეიტანოს პროცესში, რომელიც დილიდან მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ღირსეულ, დამაჯრებელ გამარჯვებას კიდევ ერთხელ, ყველა ერთად ვიზეიმებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა