შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰარვარდის პოლიციის უფროსი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰარვარდის პოლიციის უფროსი, ედუარდ დენმარკი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა ექსპერტმა მართლწესრიგის ოფიცრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს აკადემიაში ჰარვარდის პოლიციის უფროსმა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მოდელის მნიშვნელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაში მართლწესრიგის ოფიცრების როლზე ისაუბრა. მან მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობა დადებითად შეაფასა. ედუარდ დენმარკის ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში განხორციელდა.

მათივე ცნობით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თბილისის 162-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

უწყების ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცრები ახალგაზრდებს საზოგადოების უსაფრთხოების და დანაშაულის პრევენციის შესახებ ესაუბრნენ. მათ მოსწავლეებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს და სამართალდამცველთა საქმიანობის შესახებ ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრის დასასრულს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის გუნდური თამაშები გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს