არჩილ თალაკვაძე „იუმორისტულ ვიდეოს“ უწოდებს ჩანაწერს, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბნის წინ ამომრჩეველზე ზეწოლა ხდება, რათა 41 შემოხაზოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე “იუმორისტულ ვიდეოს“ უწოდებს შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბში წარმოდგენილ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბნის წინ ამომრჩეველზე ზეწოლა ხდება, რათა შემოხაზოს 41.

ამასთან, როგორც თალკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ეპიზოდი უყურადღებოდ არ დარჩება.

“ქართულ ოცნებას“ შინდისფერი და ზოლიანი მაისური საარჩევნოდ არასდროს ჰქონია - ეს ხუმრობით. ყველამ იცით, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი მაისური და ლოგო“, - განაცხადა თალაკვაძემ და კიდევ ერთელ აღნიშნა, რომ ოპონენტები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ.

თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს.

იხილეთ ვიდეო: მმართველი გუნდი "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს "იუმორისტულს" უწოდებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა