ბუენოს-აირესში კათოლიკებმა აბორტის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

ბუენოს-აირესში კათოლიკებმა აბორტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აგრეთვე მხარს უჭერდნენ არგენტინელ ექიმ ლეონარდო როდრიგესს, რომელმაც პაციენტს აბორტის გაკეთებაზე უარი განუცხადა.

როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, აბორტის გაკეთება დაუშვებელია და ის ქვეყანაში სრულიად აკრძალული უნდა იყოს.

შეგახსენებთ, ბოლო 1 წლის განმავლობაში არგენტინაში აბორტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი თემაა და საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი.

არგენტინის კანონმდებლობის მიხედვით, აბორტის გაკეთება აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ გაუპატიურებისა და დედის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევები. თუმცა კვლევების თანახმად დადგინდა, რომ მიუხედავად აკრძალვისა, ქვეყანაში ყოველწლიურად უკანონოდ ათასობით აბორტი კეთდება.

იხილეთ ვიდეო: ბუენოს-აირესში კათოლიკებმა აბორტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო