ვენესუელამ კოლუმბიასთან საზღვარი გახსნა

4-თვიანი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ვენესუელამ კოლუმბიასთან საზღვარი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

საზღვრის გახსნის პირველივე დღესვე ათასობით ადამიანმა გადაკვეთა ქვეყნებს შორის საზღვარი.

აღსანიშნავია, რომ საზღვრის ჩაკეტვამ განსაკუთრებით ის ვენესუელელები დააზარალა, რომლებიც კოლუმბიის საზღვართან ახლოს ცხოვრობდნენ და თითქმის ყოველდღე კვეთდნენ სახელმწიფო საზღვარს სხვადასხვა მიზნების გამო.

შეგახსენებთ, რომ საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ თებერვალში მას შემდეგ მიიღო, რაც ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ გადაწყვიტა აშშ-ის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება კოლუმბიის საზღვრიდან შემოეტანა. ამის შემდეგ ნიკოლას მადურომ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და კოლუმბიელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა.

იხილეთ ვიდეო: ვენესუელამ კოლუმბიასთან საზღვარი გახსნა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა