პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა

მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც ის აკეთებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბოდბეში განაცხადა, სადაც წმინდა ნინოს ტაძარი აშენდა.

პატრიარქმა ქადაგებისას მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ტაძრის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა.

„აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი ელოდებოდა საქართველო ამ ტაძარს. წმინდა ნინო რომ ჩამოვიდა ბოდბეში, მან ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი. მადლობსა ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რამ მისცა წმინდა ნინოს ეს სულიერი და ფიზიკური ძალა, რომ ჩამოვიდა ასე შორ გზაზე. ჩამოვიდა და მოაქცია ქართველი ერი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, უძულურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღმავსებელს, რომ გვაძლევს მადლს ვაკეთოთ ღვთის საქმე. დალოცვილი იყავით, მრავალჟამიერი იყოს თქვენი სიცოცხლე, გაიხაროს საქართველომ. მადლობელი ვართ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, რომ დიდი ღვაწლი გასწიეს ამ ტაძრის მშენებლობაში, სხვა ტაძრების მშენებლობაში. მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც ის აკეთებს“,- ბრძანა პატრიარქმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა