შსს-მ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მასალაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე მხარეები ამ წუთებში ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია "ევროპულმა საქართველომ" გაავრცელა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მე-17 უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძე ცდილობდა.

მისივე განცხადებით, ყველგან კრიმინალური ელემენტები დგანან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად.

იხილეთ ვიდეო: შსს-მ "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში