გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნების“ მოყვანილი ბევრი  ადამიანი შემხვდა, რომელიც  მათ  წინააღმდეგ აძლევს ხმას

"ქართული ოცნების" მიერ მოყვანილი ბევრი ადამიანი შემხვდა, რომელიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ აძლევს ხმას, - ამის შესახებ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კანდელაკის თქმით, "ქართული ოცნება " პანიკაშია და ყველა გზით ცდილობს ამომრჩეველზე ზეგავლენას.

"ადამიანების მობილიზება უბნის სიახლოვეს ტელეფონებით და სიებით ცუდია და ეს ეუთოს რეკომენდაციებშიც წერია და როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" არ ცემს პატივს ეუთოს რეკომენდაციებს. გარდა ამისა, მე შემხვდნენ კარ-და კარის დროს და მითხრეს, რომ დავაგვიანე, რადგან მისი ხმა უკვე გაყიდული იყო. "ქართული ოცნების" პანიკა ნიშნავს იმას, რომ ისინი ამხელა უპირატესობის მიუხედავადაც არ არის დარწმუნებული გამარჯვებაში. ბევრი "ქართული ოცნების" მოყვანილი ადამიანი შემხვდა, რომელიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ აძლევს ხმას", - განაცხადა კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა